გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ლიდერის ფრე და ბათუმელთა გამარჯვება

გააზიარეთ

სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-17 ტური სენსაციურად კი დაიწყო…

​​​​​​​იბერია-სპაერი 1:1

1:0 ბართიშვილი (19პ); 1:1 გოლუბიანი (59)

ჩემპიონმა და ლიდერმა იბერია 1999-მა შინ ფრედ ითამაშა დებიუტანტთან.

თავიდან იბერიელები დაწინაურდნენ: ნიკოლოზ დადიანმა კარგი პასი გაუკეთა ლუკას კაფეს, რომელიც წააქციეს და პენალტი დაინიშნა. 17 წლის ანდრია ბართიშვილმა კი, ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში კი სპაერმა გაათანაბრა: საბა გეგიაძემ მოკლე მონაკვეთში ლამაზი ტექნიკა აჩვენა და დასარტყმელად გაუმზადა ბურთი ზურაბ გოლუბიანს, რომელმაც დაბალ კუთხეში გაისროლა…

დარჩენილ დროში მომენტები კი იყო, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

​​​​​​​დინამო (ბთ)-დილა 3:2

1:0 კალანდარიშვილი (9პ), 1:1 მანდრიჩენკო (11); 2:1 ოლატუნჯი (36), 2:2 ანოფი (84); 3:2 კალანდარიშვილი (87პ)

მე-11 წუთზე ბათუმელები უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ: ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა თავისივე მოპოვებული პენალტი; ორ წუთში კი გიორგი კოხრეიძის პასს დმიტრი მანდრიჩენკოს გოლი მოჰყვა…

დილა არ გატყდა. პირველივე ტაიმში აბდულმალიკ ოლატუნჯიმ შორიდან დაარტყა და სხვაობა შეამცირა; 56-ე წუთზე ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ – მეკარე ლაზარე კუპატაძე გააძევეს, რადგან საჯარიმოდან საკმაოდ შორს გამოვიდა და ხელით ითამაშა.

დილამ 84-ე წუთზე გაათანაბრა – შორიდან უკვე ბლანკსონ ანოფმა გაიტანა; ზღვისპირელებმა ბურთი ცენტრიდან წამოიღეს, კარგად გაათამაშეს და მატჩში მეორედ მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება. კალანდარიშვილი მეორედაც ზუსტი იყო…

ბათუმელები მეხუთე ადგილზე არიან. აი, დილამ კი, ზედიზედ მესამედ წააგო და მერვე საფეხურზეა.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 17 9 4 4 24-15 31

2.ტორპედო 16 7 5 4 27-14 26

3.რუსთავი 16 7 5 4 19-14 26

4.დინამო (თბ) 16 6 7 3 23-15 25

5.დინამო (ბთ) 17 6 6 5 24-26 24

6.სპაერი 17 5 6 6 24-22 21

7.სამგურალი 16 6 3 7 20-26 21

8.დილა 17 6 2 9 15-18 20

9.გაგრა 16 4 5 7 15-22 17

10.მეშახტე 16 1 7 8 11-30 10

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი