
საქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ამჯერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ მატჩს გამართავს: ჩრდილოეთ ირლანდიასთან (25 სექტემბერი) და უკრაინასთან (28 სექტემბერი) საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი ჯერ უნგრეთს (2 ოქტომბერი) ესტუმრება, შემდეგ – ჩრდილოეთ ირლანდიას (5 ოქტომბერი).
მოახლოებული მატჩებისთვის მზადებისა და ერთა ლიგის ახალი სეზონის მნიშვნელობის შესახებ ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა.
ლუკა ლოჩოშვილი:
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ამ ტურნირზე კარგი შედეგის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების მეტი შანსი გვექნება. ასევე, ეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. თითოეულ ფეხბურთელს კარგად გვაქვს გათავისებული ამ მატჩების მნიშვნელობა.
კარგი იქნებოდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩზე მაყურებლის დასწრება შესაძლებელი ყოფილიყო. სასიხარულოა, რომ სტადიონზე გარკვეული რაოდენობის ბავშვები, ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან. მუხტი და მხარდაჭერა მაინც იქნება. უკრაინასთან კი გაცილებით მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ვეცდებით, ერთა ლიგა მაქსიმალურად კარგად დავიწყოთ. ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება ადვილი არ იქნება, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ეს ნორმალური პროცესია. შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქმე გავიადვილოთ“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა);
დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი);
თავდასხმა: გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 1 საათის agoლუკა ლოჩოშვილი: საქმე უნდა გავიადვილოთ
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ამჯერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 14 საათის agoდუდუ დადიანის მემორიალი კავკასიამ მოიგო
გააზიარეთდუდუ დადიანის რიგით 25-ე გათამაშების ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდია. კსუ-კავკასიამ ფინალურ მატჩში ტურნირის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 22 საათის agoრატი ანდრონიკაშვილი ანდორაში ორი თვით ითამაშებს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრების გათამაშებელი რატი ადრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. 25 წლის ქართველს ორთვიანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი