გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ლუკა ხარატიშვილს არდა თურანის ყოფილი გუნდი ეპატიჟება

გააზიარეთ

შესაძლოა არც ისე შორს იყოს ის დრო ლუკა ხარატიშვილს ეროვნულ გუნდში რომ გამოიძახებენ. 22 წლის მეკარე მართლაც უნიჭიერესია და ეს მან ამ ზაფხულს სლოვაკეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც დაამტკიცა.

ლუკა ხარატიშვილი ამჟამად ბათუმის დინამოს ფეხბურთელია, თუმცა მანამდე სხვადასხვა პერიოდში იჯარის წესით ქობულეთის შუქურასა და სამტრედიაში თამაშობდა. სულ მალე კი არ არის გამორიცხული ის თურქეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

თურქული ფეხბურთის ლეგენდა არდა თურანი ალბათ ბევრს ემახსოვრება. ამჟამად თურანი დონეცკის შახტარს წრთვნის, მანამდე კი ეიუფსპორს ავარჯიშებდა. ჩვენი თურქი კოლეგების თქმით ლუკა ხარატიშვილით სწორედ ეს კლუბი დაინტერესდა და ბათუმის დინამოს უკვე შეთავაზებაც გაუკეთა. უფრო მეტიც – გუნდის ხელმძღვანელობა თავად ქართველ მეკარეს კონტრაქტის პირად დეტალებზეც ესაუბრა.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ საკმაო დროა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები