გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ნიუნბერგის ბოლო წუთი

გააზიარეთ

ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის ახალი სეზონი ჯერ არსად დაწყებულა, თუმცა გერმანიის მეორე ბუნდესლიგა უკვე გახურდა და გუნდებმა ორი ტურიც უკან მოილიეს.

ბუნდესლიგა 2 ჩვენთვის საინტერესო ლუკა ლოჩოშვილის გამოა, რომელიც ამ ზაფხულს ნიუნბერგის ფეხბურთელი გახდა და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

სამწუხაროდ ნიუნბერგი ჯერ-ჯერობით ვერ ყოჩაღობს და მიჯრით ორი მარცხი იწვნია, თანაც ორივე მატჩის ბოლო წუთებზე. ჯერ იყო და სტუმრად ელვესბერგთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი შინაურ კედლებში იგივე ანგარიშით დარმშტადს დაეჩაგვრინა.

ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 6,6 ქულიანი შეფასება დაიმსახურა. მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაშვებულ გოლში ლუკას ბრალეულობა ნამდვილად არ იკვეთება.

მომდევნო ტურში ნიუნბერგი 22 აგვისტოს პრეუსენ მუნსტერიას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები