გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სპორტინგის გამარჯვება და ქოჩორას გოლის შანსი

გააზიარეთ

ლისაბონის სპორტინგმა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი ასპარეზობს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ახალი სეზონი წარმატებით გახსნა. მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად კას პიას 2:0 მოუგო.

შეხვედრის ანგარიში პირველ ტაიმში, 42-ე წუთზე, ტრინკაომ გახსნა. მეორე ტაიმში უპირატესობა დანიელმა მორტენ ჰიულმანდმა გააძლიერა, რის შემდეგაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო სკამიდან 85-ე წუთზე შევიდა და ცოტა ხანში გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა. მისმა დარტყმამ თითქმის მიზანს მიაღწია, თუმცა ბურთი მეტოქის მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

სპორტინგი მომდევნო შეხვედრას 17 აგვისტოს შინ, არაუკასთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები