გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდაშვილი: ბავშვობის ოცნება ავისრულე

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ლივერპულის მაისურით პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ახალგაზრდა მეკარემ აღნიშნა, რომ ეს მის კარიერაში მხოლოდ დასაწყისია:

„შედეგი ისეთი არ იყო, როგორსაც ვიმსახურებდით, მაგრამ ყველა გამოცდილება გვაძლიერებს. დღეს პრემიერ ლიგაში დებიუტი მქონდა და ბავშვობის ოცნება ავისრულე. მრავალთაგან პირველი. უბრალოდ ენდე პროცესს,“ — დაწერა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში.

მამარდაშვილმა ლივერპულის რიგებში უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა — ერთი პრემიერლიგაში, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე და კიდევ ერთი ინგლისის ლიგის თასზე.

ცნობისთვის, არნე სლოტის გუნდი 15 ქულით მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება არსენალს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები