გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილმა ლეიკერსში ლებრონი უნდა შეცვალოს

გააზიარეთ

ძალიან მაგარი ამბავი – სანდრო მამუკელშვილი კარიერას NBA-ს ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან ფრენჩაიზში, ლოს ანჯელეს ლეიკერსში გააგრძელებს. ინფორმაციას ESPN-ის ინსაიდერი შამს ჩარანია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი კალიფორნიულ კლუბში ოთხ სეზონს გაატარებს და ხელფასის სახით 52 მილიონ დოლარს მიიღებს. ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტის მეოთხე წელს მამუკელაშვილს შესაძლებლობა ექნება, მოთამაშის ოფციაც გამოიყენოს და საკუთარი მომავალი თავადვე განკარგოს.

აღსანიშნავია, რომ ლეიკერსი სეზონის წინ ლებრონ ჯეიმსმა და რუი ჰაჩიმურამ დატოვეს. კალიფორნიელთა ლიდერი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩია, თუმცა, არც ოსტინ რივზი უნდა დავივიწყოთ, ვისაც გასულ წელს ძალიან შედეგიანი სეზონი ჰქონდა.

სანდროსთან გარდა ლეიკერსელები გახდნენ უოკერ კესლერი, კოლინ სექსტონი და ქვენტინ გრაიმსი. რამდენიმე გამოცემის აზრით, NBA-ს 2026-27 წლების სეზონში ლეიკერსის სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: ლუკა დონჩიჩი, ოსტინ რივზი, ჯეიკ ლარავია, სანდრო მამუკელაშვილი და უოკერ კესლერი. მეორე ხუთეული ასეთია: კოლინ სექსტონი, ქვენტინ გრაიმსი, კამერონ კარი, ჯარედ ვანდერბილტი, დეანდრე აიტონი.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა გასული სეზონი ტორონტოში გაატარა. მამუმ  80 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პარკეტზე საშუალოდ 21.9 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში საშუალო სტატისტიკა 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 პასი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 დაფარება ჰქონდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი