
დახურული მარცხი ანგოლასთან
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდ აფრიკის მოქმედ ჩემპიონ ანგოლას ეთამაშა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 77:62. მატჩი დახურული იყო, ამიტომ მის პერიპეტიებზე დიდად ვერაფერს მოგახსენებთ და მხოლოდ კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ამბებით შემოვიფარგლებით.
ჯიკიჩის გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიუღია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენის პროცესი დაასრულა და სათამაშო რიტმში ნელ-ნელა შედის; ასევე მოედანზე არ გასულა გოგა ბითაძე, რომლის სათამაშო დრო სრულად იმ კანდიდატებზე გაადანაწილდა, რომლებსაც სამწვრთნელო შტაბი დაკვირვების ქვეშ განიხილავს.
სასტარტო მეოთხედი 19:19 დასრულდა. გარდამტეხი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა შეტევაში საკმაოდ ინერტულად ჩაატარეს, მხოლოდ შვიდი ქულა მოინაგრეს, მეტოქეს კი 20 ქულის ჩაგდების საშუალება მისცეს და დიდ შესვენებაზე ანგოლა უკვე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ჯიკიჩის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს და ათწუთეული 19:16 მოიგეს. თუმცა, დასკვნით პერიოდში აფრიკელებმა სათამაშო სადავეები კვლავ ხელთ იგდეს, მეოთხედი 22:17 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასაც დაეუფლნენ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ სტატისტიკას, ჩვენს გუნდში ორი მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი გვყავდა, რომლებმაც შეტევაში ძირითადი სიმძიმე იტვირთეს. შენგელიას არყოფნაში ნაკრების კაპიტანმა დუდა სანაძემ და ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ 15-15 ქულა მოაგროვეს. სანაძე პერიმეტრიდან იყო შეუჩერებელი და ოთხიდან ოთხი სამქულიანი გამოიყენა, ხოლო ტურძილაძემ ფარქვეშ იჩუბინა და 10-დან შვიდი სროლა ზუსტად შეასრულა.
სხვა მექულეებს რაც შეეხება: მარკიზ რიდმა და რატი ანდრონიკაშვილმა გუნდს 6-6 ქულა შესძინეს; ვილი ისიანმა და ალექსანდრე ფევაძემ შეხვედრა 5-5 ქულით დაასრულეს; გიორგი ოჩხიკიძემ აქტივში ოთხი ქულა ჩაიწერა; კახაბერ ჯინჭარაძემ სამი ქულა მოაგროვა, გიორგი კობახიძემ ორი ქულა ჩააგდო, ხოლო ალექსანდრე მერკვილაძემ მატჩი ქულით დაასრულა; გიორგი კორსანტიასა და ლუკა ალავიძეს ქულები არ ჩაუგდიათ.
მომდევნო ამხანაგური მატჩი ჩვენს გუნდს 28 ივნისს, რიგაში, ლატვიის ეროვნულ გუნდთან ექნება. ამ დროისთვის გუნდს უნდა შეურთდნენ თორნიკე შენგელია, რომლის ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ვალენსიასთან უკვე დამარცხდა და სათამაშოდ მზად არის. ასევე სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ლატვიაში კანადიდან ჩავა.
იხილე მეტი
-
ჩოგბურთი
/ 2 საათის agoბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე მოგება აშორებს
გააზიარეთუიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ჩოგბურთელი შემოგვრჩა – მარიამ ბოლქვაძე. ჩვენებურმა მეორე წრეში იაპონელ ჰაიუ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 საათის agoსაქართველო ანგოლასთან დახურულად დამარცხდა
გააზიარეთდახურული მარცხი ანგოლასთან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების პროცესში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 15 საათის agoიბერიამ დიდ შესვენებამდე ლიდერობა დაიბრუნა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დაიწყო და 8 აგვისტომდე შესვენებაა გამოცხადდა. მიზეზი ქართული გუნდების...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი