
რაგბი ევროპის ჩემპიონატში საქართველოს შვიდქალას დებიუტი შედგა. ხორვატიის საკურორტო ქალაქ მაკარსკაში ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს – იტალია 20:12 დაამარცხეს და პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულეს.
25 ივნისს, გამთენიისას, ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სათამაშოდ გერმანიაში გაემგზავრა. იმისათვის, რომ გოგონებმა ევროპულ ელიტაში ადგილი შეინარჩუნონ, ორი ეტაპის ჯამში იტალიის გარდა მინიმუმ კიდევ ერთი გუნდი უნდა მოიტოვონ.
შვიდქალას მორაგბე მარიამ გოგუაძეს პირველ ეტაპსა და მეორეს მოლოდინების შესახებ გერმანიაში გამგზავრებამდე ვესაუბრეთ:
„ცხრა წლის წინ, როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, საკუთარ თავს მიზნად ელიტის გუნდებთან თამაში დავუსახე და ბედნიერი ვარ გუნდთან ერთად მიზანს რომ მივაღწიე. იმისათვის, რომ აქ ვყოფილიყავით, შარშან ძალიან ბევრი ვიშრომეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულად დავწინაურდით. ვიცოდით, რომ იქ ძალიან კარგი გუნდები დაგვხვდებოდნენ, ადაპტაციას და შეთამაშებას გარკვეული დრო დაჭირდებოდა. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ სადებიუტო დაძაბულობამ და დონეთა შორის სხვაობამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. ამის შანსი ჰამბურგში, მეორე ეტაპზე გვექნება…
იტალიასთან გამარჯვების შემდეგ გოგონები ერთმანეთით ძალიან ბედნიერი ვიყავით. ამ თამაშში მაქსიმუმი ჩავდეთ და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, მიზანს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ ჩვენს გულშემატკივარს მეორე ეტაპზე კიდევ უფრო უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ…
დონეებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. პირველი თამაში საფრანგეთთან გვქონდა, რომელსაც 20 წელზე მეტია ქალთა გუნდები ჰყავს და რეგულარულად თამაშობენ, ჩვენ კი გოგონათა რაოდენობის ნაკლებობის გამო ფაქტობრივად სელექციის საშუალებაც არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ ჰამბურგში ორ თამაშს მოვიგებთ და ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატში დასარჩენად საკმარისი იქნება, მაგრამ ისიც ყველას გვაქვს გააზრებული, რომ ამისათვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს…
ჰამბურგში მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენებას ვეცდებით. უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც გერმანიასთან მოსამზადებელ ეტაპზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დავუშვით. ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომ ევროპულ ელიტაში ადგილი შევინარჩუნოთ და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ. თასის მეოთხედფინალში გასვლა იდეალური ვარიანტი იქნებოდა. იტალიის გარდა ჩვენი მთავარი კონკურენტები შვედები და პორტუგალიელები იქნებიან. ორივე გუნდის წინააღმდეგ გვითამაშია, ვიცით რას წარმოადგენენ და თუ მათ სადმე გადავეყრებით, შანსის გამოყენებას ვეცდებით“, – ამბობს გოგუაძე.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ჩვენი გოგონები ბ ჯგუფში საფრანგეთის, ესპანეთის და მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ჰამბურგის ტურნირი 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 1 საათის agoჰოვარდი სუპერლიგას 10 ქულით დაემშვიდობა
გააზიარეთჰოვარდი სუპერლიგა 10 ქულით დაემშვიდობა სუპერლიგაში მესამე ტური მიილია. თუმცა, ჩემპიონატში 11 გუნდი მონაწილეობს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 2 საათის agoელიგაში ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა და ცხრილის თავში ისევ დაძაბული მდგომარეობაა. გაგრა-დინამო (ბთ)...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 9 საათის agoჯეიმს უორთი: მამუ მანუს მაგონებს
გააზიარეთჯეიმს უორთი საკალათბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა. დიდების დარბაზის წევრი მსუბუქი ფორვარდი 1982-94 წლებში ლეიკერსის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი