გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

რამაზ სვანაძე: მეტოქის მინუსები უნდა გამოვიყენოთ

გააზიარეთ

5 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ბელფასტში ითამაშებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ტრადიციულად, ნაკრების მთავრმა მწვრთნელთმაც ისაუბრა.

რამაზ სვანაძე:

„განწყობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, იდეალურ სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ ასეთი მომენტები ნებისმიერი ადამიანის, გუნდისა თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. რთული სიტუაციები და პერიოდები არასდროს არის გამორიცხული. უკვე მეოთხე თამაშია და დაღლილობის ფონი იგრძნობა. თუმცა, მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. მატჩამდე შევაფასებთ ფეხბურთელების ფუნქციურ მდგომარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე უშუალოდ თამაშის წინ მივიღებთ…

დღევანდელ ნაკრებში ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ ის ბიჭებია, რომლებმაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანეს, რაც ჩვენს ქვეყანას ფეხბურთში ოდესმე ჰქონია. ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ახალგაზრდულ დონეზე საქართველოსთვის ისტორიული შედეგები დააფიქსირეს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს. თუმცა, როდესაც რთულ პერიოდზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ სირთულიდან აუცილებლად გამოვლენ. ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან და ამ პროცესში ძალიან გვჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა…

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც გუნდურ პრინციპებს მაქსიმალურად იცავს. ამასთან ერთად, ისინი მაღალი დონის დისციპლინითაც გამოირჩევიან და ჩვენს ქვეჯგუფში ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ველოდებით რთულ თამაშს. ასეთ გუნდებთან შეხვედრა არასდროს არის მარტივი, მაგრამ ყველა გუნდს, მათ შორის ჩრდილოეთ ირლანდიასაც, აქვს თავისი მინუსები და ვეცდებით, ისინი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ…

პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამი ტურის შემდეგ უგოლოდ და ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა; ჯგუფს ჩრდილოეთ ირლანდია 7 ქულით ლიდერობს; უნგრეთსა და უკრაინას 4-4 ქულა აქვთ.

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველოს მატჩი 5 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები