UEFA-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად საქართველოს ნაკრები ბელფასტში ჩავიდა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ბრიტანელებთან მატჩში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. ავსტრიული შტურმის ნახევარმცველმა ბუდაპეშტში, უნგრეთთან (0:1) მატჩი სასტარტო შემადგენლობაში კი დაიწყო, მაგრამ 50-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა.
დღესვე საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ უინდსორ პარკ სთეიდიუმზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, რამაზ სვანაძე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის სამ მატჩში მხოლოდ ქულა აიღო და რამაზ სვანაძის გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა: ჩვენი მომავალი მეტოქე კი, შვიდი ქულით სათავეშია; 4-4 ქულით მეორე-მესამე ადგილებს უკრაინა და უნგრეთი იკავებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა);
დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი);
ნახევარდაცვა: გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, აშშ), საბა ლობჟანიძე, (სოლტ ლეიქი, აშშ), ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე ტორპედო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი);
თავდასხმა: გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).