გამოგვიწერეთ

სხვა...

მედლების ცვენა რიგაში

გააზიარეთ

ქართველმა კარატისტებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალს დაეუფლა ალექსანდრე შამუგია. მან ინდივიდუალურ კატაში უფროსებს შორის პარადისციპლინაში იასპარეზა. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ უფროსებში ჭაბუკა მახარაძე და 20 წლამდე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით გულოიანი.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ვეტერანთა შორის ირაკლი ღონღაძემ, ახალგაზრდებში საბა სურმანიძემ და ყველაზე პატარა კარატისტმა 9 წლის სანდრო იაკობიძემ.

მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაციის ორგანიზებით (WUKF) ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობას 35 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი იღებდა, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატზე 15 კაციანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...