გამოგვიწერეთ

სხვა...

მერაბ დვალიშვილის საოცარი გამარჯვება – ქართველები RAF Georgia-ზე წარმატებით გამოვიდნენ

გააზიარეთ

თბილისში გამართული თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი ,,RAF Georgia” დრამატული ფინალით დასრულდა.

ტურნირის დასკვნით ორთაბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდოს, მას შემდეგ მოუგო, რაც 0-8 მარცხდებოდა.
საბოლოოდ, მერაბმა მეტოქეს 10-8 სძლია.

გამარჯვებები მოიპოვეს ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გენო პეტრიაშვილმა და ლადო ხინჩეგაშვილმა
პეტრიაშვილმა მეორე რაუნდში აშკარა უპირატესობით ჯეიკ ვარნერი დაამარცხა.
ხინჩეგაშვილმა კი გამარჯვება ასევე დიდი უპირატესობით მოიპოვა.
ლადომ შესანიშნავი ილეთები შემოგვთავაზა და კონორ ბიბი უშანსოდ დატოვა.

წარმატებას მიაღწია გივი მაჭარაშვილმაც.
ქართველმა მოჭიდავემ ამერიკელ იზამ ილამის სძლია.

ერთადერთი ქართველი რომელმაც ორთაბრძოლა დათმო ვლადიმერ გამყრელიძეა.
გამყრელიძე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა.

თბილისში ძველი მეტოქეების ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონის ამერიკელ კაილი სნაიდერისა და ორგზის ოლიმპიური, ექსვგზის მსოფლიოსა და ხუთგზის ევროპის ჩემპიონის აბდულრაშიდ სადულაევის დაპირისპირება შედგა.
ლეგენდების ორთაბრძოლაში გამარჯვება სნაიდერმა იზეიმა.

სხვა ბრძოლებიდან გამოსარჩევია ჰელენ მარულისის გამარჯვება.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ანგელინა ლისაკი
წმინდა გამარჯვებით (ტუშე) დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად სხვა...