გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მექვაბიშვილმა თასს ჩემპიონობაც მიაყოლა

გააზიარეთ

ანრი მექვაბიშვილის კრაიოვამ რამდენიმე დღის წინ მოგებულ რუმინეთის თასს ჩემპიონობაც მიაყოლა და სეზონში დუბლი გაიფორმა.

კრაიოვა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ კლუჟს დაუხვდა და 5:0 გაანადგურა. საჩემპიონო თამაშში მექვაბიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა – 59-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიან ეფექტური დარტყმით ანგარიში 4:0 გახადა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ტურით ადრე კრაიოვამ 49 ქულა დააგროვა, კლუჟს ოთხი ქულით გაასწრო და ბოლო ტურის მატჩს, ბუქარესტის რაპიდთან, ინტრიგა დაუკარგა.

მექვაბიშვილმა კი, ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში 33 მატჩში სამი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გააკეთა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდის საკვანძო ფიგურა იყო და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. გასაკვირიც არ არის, რომ რამდენიმე დღის წინ მის გადაბირებაზე ალაპარაკდნენ და მანამდე მოგებულ თასის ფინალს ესპანური ხეტაფეს სკაუტები დაესწრნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები