გამოგვიწერეთ

ნაკრები

“მთელი ბავშვობა ამ მომენტზე ვოცნებობდი” – საბა ხარებაშვილი

გააზიარეთ

დინამო თბილისის მცველი, საბა ხარებაშვილი ფარერის კუნძულების ნაკრებთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა – ის მატჩის დროს 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის იყო.

“დაუვიწყარი ემოცია იყო, მოედანზე რომ შევდიოდი, ბავშვობაში რა ოცნებაც მქონდა, ყველაფერი თვალწინ დამიდგა – ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.

განსაკუთრებული და ამაღელვებელი მომენტი იყო, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი სახლში, „დინამო არენაზე“ მქონდა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი.

დაძაბული შეხვედრა გვქონდა, მეტოქე დაცვაში კომპაქტურად და ორგანიზებულად თამაშობდა, მაგრამ მოვინდომეთ და მოვიგეთ. თან ეს მოგება მივუძღვენით გიორგი ლორიას, რომელიც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. მეც მინდა, მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ეროვნული ნაკრებისთვის აქვს გაკეთებული. მართალია, ახლა პირველად მომიხდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი.

ნაკრებში ფეხბურთელებმა კარგად მიმიღეს, გუნდში ოჯახური გარემოა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს”, – თქვა ხარებაშვილმა თამაშის შემდეგ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები