გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ჩერკიმ დაადასტურა – სად გააგრძელებს ის კარიერას

გააზიარეთ

ლიონის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი რაიან ჩერკი ახალ სეზონს პრემიერლიგაში დაიწყებს.

როგორც თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, მან მანჩესტერ სიტისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, გარიგების დასასრულებლად კი კლუბებს შორის შეთანხმებაღა დარჩა:

“დიახ, ყველამ იცის ჩემი პასუხი, ეს ცნობილია, მაგრამ ახლა თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ახლა ყველამ თამაშით უნდა მივიღოთ სიამოვნება, მაგრამ თამაშის შემდგომ ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადა ჩერკიმ მედიასთან.

ჩერკისა და სიტის გარიგება ფაბრიციო რომანომ ორი დღის წინაც დაადასტურა, სავარაუდოდ, აიტ-ნურისა და ტიჯანი რეინდერსის შემდგომ ჩერკი სიტის მესამე ტრანსფერია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები