გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მიქაუტაძეზე წლებია გიჟდება”, – გიორგის იტალიიდან დიდი მსურველი ჰყავს

გააზიარეთ

ლიონში არსებული რთული მდგომარეობის გამო, დიდია ალბათობა, რომ გიორგი მიქაუტაძემ კლუბი ზაფხულში შეიცვალოს. მას მსურველები ინგლისიდან და იტალიიდან ჰყავს, ყველაზე ხშირად კი რომაზე იწერება.

როგორც ირკვევა, დედაქალაქელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯანპიერი გასპარინის, მიქაუტაძის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ პრიორიტეტად მიაჩნია, თუმცა, ეს ყველაფერი არაა – მისი ყიდვა კლუბის სპორტულ დირექტორსაც სურს.

“2023 წელს, როცა მიქაუტაძე ჯერ კიდევ მეცში თამაშობდა და დიდი ვარსკვლავი არ იყო, მას უკვე ჰყავდა ერთი დიდი თაყვანისმცემელი რიკი მაცარას სახით. ის მაშინ ჯერ კიდევ მილანის ბორდში მუშაობდა პაოლო მალდინისთან ერთად და აღფრთოვანებული იყო მიქაუტაძეთი. მას გიორგის ტრანსფერი ისე სურდა, რომ როსონერი 10 მილიონის გადახდაში დაარწმუნა, თუმცა მეცი ამ თანხაზეც კი არ დათანხმდა, რის გამოც მიქაუტაძის მილანში ტრანსფერი ჩაიშალა.

მაცარა ახლა რომას სპორტული დირექტორია, მიქაუტაძის მიმართ ინტერესი კი არ განელებულა. მართალია, მისი ყიდვა 10 მილიონად ახლა შეუძლებელია, მაგრამ არც 30-40 მილიონი ღირს – გიორგის ტრანსფერისთვის 20-22 მილიონი საკმარისი უნდა იყოს”, – წერს იტალიური ForzaRoma.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები