გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძე ესპანურ გრანდში – ვინ ეპატიჟება გიორგის

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ქართველს როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ტოპ ჩემპიონატებიდან ეპატიჟებიან, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი მისი ტრანსფერი სულაც მადრიდის ატლეტიკოს სურს.

ესპანური გამოცემა Esto es Atleti იტყობინება, რომ ატლეტიკოში შემტევის ყიდვაზე მას შემდგომ დაფიქრდნენ, რაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არც თუ ისე დამაჯერებლად გამოვიდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ.

როგორც ირკვევა, ატლეტიკოში სპორტინგის ვარსკვლავის, ვიქტორ გიოკერესის ტრანსფერი სურდათ, თუმცა როხიბლანკო შვედი ფორვარდისთვის ბრძოლას ნაადრევად ჩამოცილდა და ბაზარზე სხვა ალტერნატივებს ეძებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა, ეს კი ლიონის გარშემო შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. ახლა მიქაუტაძის ყიდვა იმაზე იაფია, ვიდრე ლიგა 2-ში დაქვეითებამდე იყო, ხოლო გასულ სეზონში ბრწყინვალე ციფრებმა ატლეტიკოში მიქაუტაძის ტრანსფერზე დააფიქრეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები