გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძე ვილიარეალში ერთადერთი ქართველი არაა

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, თუმცა ის ერთადერთი ქართველი აღარ არის, ვინც ესპანურ ვილიარეალში გამოდის. 18 წლის მეკარე დავით ღვარძელაშვილი უკვე დიდი ხანია ვილიარეალის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება.

ღვარძელაშვილი ოჯახთან ერთად ესპანეთში რამდენიმე წლის წინ გადავიდა. სწავლას ადგილობრივ სასწავლებელში აგრძელებს, პარალელურად კი საფეხბურთო კარიერასაც ნელ-ნელა იკრებს.

თავდაპირველად ქართველი მეკარე სან ხოსეს აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ კი ქართველი და ესპანელი აგენტების – ლევან სარალიძისა და ანტონიო ლოპესის დახმარებით ვილიარეალში ჩაირიცხა.

ახალგაზრდა მეკარემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც მოასწრო დებიუტი – მან მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში მეორე ტაიმში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ წელის მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს სულ რაღაც ერთი თვე იყო დაბრუნებული, თამაშში რამდენიმე საიმედო სეივი შეასრულა და ერთ ეპიზოდში საგოლე შეტევის წამოწყებაც შეძლო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები