გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძე: ლა ლიგაში სხვა ქართველებიც დაგვემატებიან

გააზიარეთ

ვილიარეალმა ოფიციალურად წარადგინა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავისი ემოციები და გეგმები გააზიარა. ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ლა ლიგაში თამაში ბავშვობიდან იყო მისი ოცნება.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლუბს, პრეზიდენტს და მწვრთნელს ნდობისთვის. ვიცი, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ვარ, ამიტომ მაქსიმუმს გავაკეთებ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ყველგან, სადაც ვიყავი“, — თქვა მიქაუტაძემ.

ფეხბურთელი განაგრძობს: „ვიცი, რომ „ვილიარეალში“ ითამაშეს შესანიშნავმა თავდამსხმელებმა. რობერ პირესთანაც მქონდა საუბარი წინა პერიოდში, მითხრა, რომ კლუბი ოჯახური ატმოსფეროთი გამოირჩევა და აქ ჩემი დრო ძალიან სასიამოვნო იქნება. უკვე შევძელი გუნდში რამდენიმე მოთამაშის გაცნობა, ვარჯიშებზე პერესისგან კარგი პასები მივიღე. ნელ-ნელა ყველას უკეთ გავიცნობთ, რათა გუნდში ძლიერი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ.“

გიორგი ასევე გამოეხმაურა საკუთარ ადაპტაციას ლა ლიგაში: „ჩემი სათამაშო უნარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ადაპტაცია კარგად გამომივა. ბავშვობიდან ვუყურებდი ამ ჩემპიონატს და ყოველთვის მინდოდა აქ თამაში. გუნდის პოტენციალს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, კარგი სეზონი გველის, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე დასძენს: „დახვეწის დრო იქნება, რათა ფიზიკურად და მენტალურად სრულად მზად ვიყო. აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი დებიუტი „ვილიარეალში“ სწორედ მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შედგება — უკეთესი დასაწყისი ჩემი ახალი თავგადასავლისთვის ვერ წარმომიდგენია. ასევე, მე მქონდა მოკლე კომუნიკაცია მამარდაშვილთანაც, რომელიც ახლომდებარე კლუბში თამაშობდა, და დარწმუნებული ვარ, მომავალში ლა ლიგაში სხვა ქართველებიც დაგვემატებიან.“

მიქაუტაძე ვილიარეალს ექვსწლიანი კონტრაქტით შეუერთდა და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები