გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

თურქული და რუსული ვარიანტები – გულიაშვილი სარაევოს ტოვებს?

გააზიარეთ

გიორგი გულიაშვილისთვის ახალი სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო. საამაყო შედეგებს ვერც სარაევო აჩვენებს, თავად გულიაშვილის ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი ასისტია.

როგორც ირკვევა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება გულიაშვილმა სარაევო მაინც დატოვოს, ფეხბურთელს  ვარიანტები კი ჩვენი სამეზობლოდან აქვს.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, გულიაშვილის გადაბირება ორ რუსულ გრანდსა და რამდენიმე თურქულ კლუბს სურს. გუნდების სახელები ცნობილი არაა, მაგრამ ისინი გულიაშვილის სანაცვლოდ სარაევოს ორ-სამ მილიონს სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთელთან შეთანხმებით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ სარაევო გულიაშვილს გრაცის შტურმში ყიდდა, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები