გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გურამ კაშია ვიტესში ბრუნდება?

გააზიარეთ

ნიდერლანდურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არნემის ვიტესში მომავალ ზაფხულს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გურამ კაშია შესაძლოა დაბრუნდეს. გამოცემების მიხედვით, ამის საფუძველი რამდენიმე ფაქტორია:

მთავარი მიზეზი კაშიას მიმდინარე კლუბთან, ბრატისლავის სლოვანთან, კონტრაქტის ვადის დასრულებაა. 38 წლის ქართველი მცველისთვის სეზონის ბოლოს ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ახალი კლუბის მოძებნა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაცილებით მარტივი იქნება.

გარდა ამისა, ვიტესი ამჟამად სერიოზულ პრობლემებს უძლებს – გუნდი ჯერ ისევ ცდილობს შემადგენლობის მომზადებას, რომელიც საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამჟამად არნემის კლუბი, რომელიც ისევ დაუბრუნდა პროფესიონალურ ფეხბურთს, შემადგენლობის დაკომპლექტებით არის დაკავებული, თუმცა არსებული შემადგენლობა სათანადოდ ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.

გურამ კაშია ვიტესში 2010-2018 წლებში თამაშობდა. არნემის კლუბის მაისურით მან ჯამში 293 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და შეასრულა 18 საგოლე პასი. კაშია არაერთი სეზონი იყო გუნდის კაპიტანი და კლუბის ერთ-ერთი სიმბოლო. 2018 წელს მან კარიერა აშშ-ში, სან ხოსესში გააგრძელა, 2021 წლიდან კი ჯერ თბილისის ლოკომოტივში, შემდეგ კი ბრატისლავის სლოვანში გამოდიოდა.

ახალ სეზონში კაშია ძირითადად ევროთასების საკვალიფიკაციო მატჩებში იყო აქტიური, სლოვაკეთის ჩემპიონატის შეხვედრებში კი მოედანზე ხშირად არ გასულა.

ვიტესის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის კლუბის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო კაშიას დამატება როგორც გამოცდილების, ასევე გულშემატკივრების ინტერესის თვალსაზრისით, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები