გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მიღწევა მარცხის ფონზე

გააზიარეთ

ლაური მარკანენი ერთ-ერთი იმ კალათბურთელთაგანია, რომელმაც მიმდინარე ევრობასკეტზე 1/4 ფინალში საქართველოს ნაკრების კალათში ბურთი თითქმის ყველა წერტილიდან რომ ჩააგდო. აი, გერმანიასთან ნახევარფინალში კი, რომელიც სუომელებმა 12 ქულის სხვაობით წააგეს ფინეთის ნაკრების ლიდერმა გუნდს ისე ვეღარ უდირიჟორა. იუტა ჯაზის 28 წლის ვარსკვლავმა გერმანელებთან 16 ქულას მოუყარა თავი, გულშემატკივარს კი მეტის მოლოდინი ჰქონდა.

მიუხედავად მარცხისა, ლაური მარკანენისთვის გერმანელებთან მატჩი მაინც დასამახსოვრებელი და გამორჩეული გამოდგა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფინელი კალათბურთელი ეროვნულ გუნდში დაგროვებული ქულებით 500-იან ზღვარს გადასცდა. მართალია, ეს შედეგი ფინეთის ნაკრებში საუკეთესო არ არის, თუმცა ალბათ დროებით და მარკანენი ტიმო ლამპენის მონაგარს (621 ქულა) ადრე თუ გვიან აუცილებლად გააუმჯობესებს.

ნიშანდობლივია, რო ტიმო ლამპენს 621 ქულისთვის თავის მოსაყრელად ნაკრებში 51 მატჩის გამართვა დასჭირდა, მარკანენმა კი 502 ქულა მხოლოდ 21 შეხვედრაში ჩააგდო.

შეგახსენებთ, ფინეთის ნაკრებისთვის გერმანიასთან მარცხის მიუხედავად ევრობასკეტი ჯერ არ დასრულებულა. ლაური მარკანენი და კომპანია 14 სექტემბერს მესამე ადგილისთვის მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი