გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

შეუჩერებელი კარლოსი

გააზიარეთ

მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, კარლოს ალკარასმა წლეულს უკვე ATP-ის მეხუთე ტიტული მოიგო. ახლახანს, როლან გაროსის ფინალში იანიკ სინერთან იმ დაუვიწყარი თრილერის შემდეგ, სადაც ესპანელმა ჩოგბურთელმა სასწაული მოახდინა და თითქოს წაგებული მატჩი მაინც სათავისოდ შემოატრიალა, ამჯერად ლონდონის 500-იანი კატეგორიის ტურნირზე გაიბრწყინა.

ესპანელი ტალანტი უფრო თიხის ჩოგბურთელად მიიჩნევა და სავსებით ლოგიკურადაც, თუმცა მისთვის დიდ დაბრკოლებას არც სხვა საფარი წარმოადგენს, რაც ლონდონის ბალახის კორტებზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ლონდონის ქუინზ კლუბის ტურნირი საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი უძველესია და ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაარსდა. წლეულს, ინგლისის დედაქალაქში ჩოგბურთელები 139-ედ შეიკრიბნენ და ერთმანეთს ამ პრესტიჟულ ჯილდოს შეეცილნენ. ყველას კი როგორც თავში ავღნიშნეთ კარლოს ალკარასმა აჯობა.

ესპანელი ჩოგბურთელი ფინალამდე უპრობლემოდ მივიდა, იქ კი ჟირ ლეჰეჩკას სახით კერკეტი კაკალი ელოდა. ჩეხმა ალკარასს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და სეტიც კი წაართვა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ესპანელისთვის სასიკეთოდ დასრულდა – 7:5, 6:7, 6:2.

კარლოს ალკარასისთვის ეს უკვე კარიერაში მოგებული 21-ე ტიტულია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი