გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შეთავაზება გაკეთებულია, შეთანხმებას მალე ელიან – მიქაუტაძე იტალიაში?

გააზიარეთ

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გიორგი მიქაუტაძე ლიონში არსებული პრობლემების გამო ფრანგულ კლუბს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს, მისი მთავარი მსურველი კი რომაა.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ რომამ მიქაუტაძის სანაცვლოდ პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა, რომელიც 18 მილიონ ევროს გულისხმობს, თუმცა ლიონი ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს.

მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და ორივე მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი, შესაბამისად, შესაძლოა, შეთანხმება უახლოეს საათებშიც კი შედგეს.

რომას გარდა მიქაუტაძეს პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე დედაქალაქური გუნდი ყველაზე რეალისტურია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები