გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

უიმბლდონზე ქალები დაწყვილდნენ

გააზიარეთ

დიდი სლემის ტურნირების ხუთგზის გამარჯვებული, ამჟამად რეიტინგის მეოთხე ნომერი იგა სვიატეკი უიმბლდონის ნახევარფინალშია.

ნიშანდობლივია, რომ მას აღნიშნულ მეიჯორზე ჩემპიონობა ჯერ კიდევ ოცნებად აქვს და საწადელის მისაღწევად ორი გამარჯვებაა საჭირო.

პოლონელმა მეჩოგნემ 1/4 ფინალური ბარიერი შეიძლება ითქვას, რომ უპრობლემოდ გადალახა. ლუდმულა სამსონოვასთან დაპირისპირებაში ის წყვილის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა და საკუთარი ქომაგებიც არ დააღალატა – 6:2, 7:5.

აქვე უნდა ითქვას, რომ კაროლინა პლიშკოვას, არინა საბალენკოსა და ვიქტორია აზარენკას შემდეგ, იგა სვიატეკი, ქალთა შორის მოქმედ ჩოგბურთელთაგან გახდა მეოთხე, ვინც ყველა დიდი სლემის ტურნირზე ნახევარფინალში ერთხელ მაინც გასულა.

ქალთა თანრიგში, უიმბლდონი 2025-ის ბოლო ნახევარფინალისტი კი ბელინდა ბენჩიჩი გახდა. 28 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელის საუკეთესო ხანა ალბათ უკვე ჩავლილი, რაც მის რეიტინგზეც აისახება (35), თუმცა რუს მირა ანდრეევასთან (7) დაძაბულ თრილერში გამარჯვებას მაინც გამორჩა. მატჩი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ბენჩიჩს ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად ორი ტაიბრეიქის თამაში დასჭირდა – 7:6, 7:6. აქვე დავძინოთ, რომ ბელინდა ბენჩიჩისთვის, 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, ეს კარიერაში ოდენ მეორე სადიდსლემო ნახევარფინალია.

ამრიგად, უიმბლდონის ნახევარფინალში ერთმანეთს არინა საბალენკა-ამანდა ანისიმოვასა და იგა სვიატეკი-ბელინდა ბენჩიჩის წყვილები დაუპირისპირდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი