გამოგვიწერეთ

ნაკრები

მსოფლიო თასი ქუთაისს 2 მაისს ეწვევა

გააზიარეთ

რაგბის 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო „ტროფი ტურის“ ფარგლებში საქართველოში მოგზაურობას აგრძელებს.

მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ თასი საქართველოში თებერვალში ჩამოიტანა, როდესაც ჩვენს 20-წლამდელებთან ორი ამხანაგური, სასელექციო შეხვედრა გამართა.

თასი პირველად ბათუმში ჩავიდა და crocobet დიდი 10-ის ფინალის დღეს, „აჭარაბეთ არენაზე“ იყო წარმოდგენილი; 2 მაისს კი, ქუთაისს ეწვევა – ქალაქს, სადაც 2026 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის 20 მატჩი გაიმართება.

გვირილობის ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურ პარკში (ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი) მოეწყობა სარაგბო კუთხე, სადაც ყველა მსურველს შეეძლება იმ თასის ხილვა, რომლისთვისაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს.

ადგილზე იქნებიან ქუთაისელი ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები, ასევე სხვადასხვა სპორტის წარმომადგენელი ადგილობრივი სპორტსმენები. 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ზოგადად რაგბის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ადგილზევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, ასევე, ჩატარდება სხვადასხვა სპორტული (სარაგბო) აქტივობები.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები