გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მსუყე სენსაცია – საქართველო საუკეთესო რვაშია

გააზიარეთ

სენსაციაც ასეთი უნდა. მას შემდეგ, რაც მიმდინარე ევრობასკეტზე, ჯერ კიდევ ქალაქ ლიმასოლში,  ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნიასთან მარცხის და მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე 1/8 ფინალში საფრანგეთი იქნებოდა ბევრმა ჩვენი გუნდი გამოიტირა.

პლეიოფის ეტაპი უკვე რიგაში გაგრძელდა და ეჭვგარეშე იყო, რომ წყვილის უდავო ფავორიტად საფრანგეთის ნაკრები ითვლებოდა. ალექსანდრ ჯიკიჩის შეგირდებმა ევრობასკეტზე ერთი მსუყე სენსაცია უკვე მოახდინეს, როდესაც სასტარტო მატჩში მოქმედ ევროპის ჩემპიონს 14 ქულიანი სხვაობით აჯობეს. არ დაახანა მეორემაც. ფრანგებთან დაპირისპირებაში ქართველი კალათბურთელები პირველივე წუთიდან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მრისხანე მეტოქესაც აგრძნობინეს, რომ იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდნენ.

ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრებმა, კაპიტნის თორნიკე შენგელიას ლიდერობით მთელი მატჩი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ფრანგებს წინ გასვლის საშუალება სულ რამოდენიმეჯერ ისიც მცირე ხნით მისცა.

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 10 ქულიანი უპირატესობით – 80:70 აჯობა და ევრობასკეტის 1/4 ფინალშიც რიხით შეაბიჯა. თორნიკე შენგელიასთან ერთად არაჩვეულებრივი მატჩი ჰქონდა კამარ ბოლდვინს, რომლებმაც ფრანგების კალათში 24-24 ქულა მოათავსეს. სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე 14 ქულა გახლდათ, ხოლო გოგა ბითაძე ჩვენ გუნდს 8 ქულით შეეწია.

მოკლედ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

წინ ფინეთთან მეოთხედფინალური დაპირისპირებაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი