გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

მუნდიალი 2026: მეხუთე დღის ოთხი ფრე

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს ოთხივე მატჩი ფრედ დასრულდა.

H ჯგუფში ევროპის ჩემპიონმა და მუნდიალის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ესპანეთმა, ტურნირის დებიუტანტ კაბო ვერდეს ვერ აჯობა – 0:0.

ესპანეთი მთელი მატჩის განმავლობაში ბევრს ცდილობდა, თუმცა კაბო ვერდეს ეროვნული გუნდი თავს საიმედოდ იცავდა. პირველ ტაიმში „ფურია როხა“ ბურთს ჩვეულად აკონტროლებდა, მაგრამ ეს ყველაფერი დაბალ ტემპში ხდებოდა და მხოლოდ ერთი საგოლე შანსი მიეცათ, მაგრამ ფერან ტორესმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

მეორე ტაიმში ესპანელებმა ტემპი კი გაზარდეს, მაგრამ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა აფრიკელების დაცვასა და მეკარე ვოზინიას ვერაფერი გაუხერხეს.

ამავე ჯგუფში საუდის არაბეთისა და ურუგვაის ნაკრებების ჯახი 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის დასაწყისში ურუგვაის ნაკრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ აზიელთა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერა. ტაიმის ბოლოს კი, სულაც იქით გაიტანეს – კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერამ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი აბდულალ ალ ამრიმ ივარგა და ტაიმი საუდელებმა მოიგეს.

შესვენების შემდეგ ურუგვაიმ თითქმის მთელი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა და ანგარიშის გათანაბრება მე-80 წუთზე არაუხოს მიერ გატანილი ბურთით მოახერხა.

G ჯგუფი ბელგიისა და ეგვიპტის ნაკრები გუნდების მატჩით გაიხსნა, რომელიც 1:1 დასრულდა.

პირველი გოლი აშურმა მოჰამედ სალაჰის პასი გამოიყენა და მე-19 წუთზე ეგვიპტე დააწინაურა,

მეორე ტაიმში ბელგია გააქტიურდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ამ საქმეში ევროპელებს თავად ეგვიპტელები დაეხმარნენ – 66-ე წუთზე მოჰამედ ჰანის ავტოგოლით ბელგიამ ქულა აიღო.

ამ ჯგუფის მეორე მატჩში ირანმა და ახალმა ზელანდიამ 2:2 ითამაშეს.

ანგარიში ჯასტმა გახსნა და მეშვიდე წუთზე ახალი ზელანდია დააწინაურა; ირანმა წონასწორობა 32-ე წუთზე რაზაეიანის გოლით აღადგინა;

მეორე ტაიმში ჯასტმა კიდევ ერთხელ დააწინაურა ახალი ზელანდიელები; თუმცა, ირანმა ისევ გაათანაბრა – ამჯერად მოჰემბიმ გოლით და ამერიკიდან მექსიკაში ქულა წაიღო.

შეგახსნებთ, ირანელები მატჩებს ამერიკაში თამაშობენ, მაგრამ დაბანაკებულნი მექსიკაში არიან.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები