
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე სენსაციური გამოდგა. თუ აქამდე ფავორიტები იგებდნენ, ახლა უკვე აუტსაიდერებმაც გამოიღეს ხელი.
B ჯგუფში შვეიცარიისა და კატარის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. არადა, მთელი მატჩი შვეიცარიელთა უპირატესობით წარიმართა და სწრაფი გოლიც გავიდა. ვიხილეთ პირველი პენალტიც, რომელიც ჰონდურასელმა არბიტრმა, სებასტიან მარტინესმა კატარელთა კარში დანიშნა, ბრილ ემბოლომ კი დარტყმა ზუსტად შეასრულა და შვეიცარიის ნაკრები დააწინაურა – 1:0.
ეს მე-13 წუთზე მოხდა. მას შემდეგ შვეიცარიელებმა უარავი საგოლე მომენტი ქარს გაატანეს და დაისაჯნენ კიდეც – მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კატარელთა იშვიათი შეტევა ბუალემ ხუხიმ გოლით დააგვირგვინა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატებზე ისტორიული პირველი ქულა მოუტანა.
ამ ჯგუფში ასევე კანადა და ბოსნიაა, რომლებმაც ერთმანეთში იდენტური ანგარიშით ითამაშეს და ახლა ოთხივე გუნდს თანაბარი მაჩვენებელი აქვს.
C ჯგუფში მუნდიალი მძიმედ დაიწყო ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა ბრაზილიის ნაკრებმა, რომელიც პირველ ტურში მაროკოს დაუზავდა – 1:1.
პირველ ტაიმში მაროკოელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და 21-ე წუთზე გახსნეს კიდევ ანგარიში – ბრაიმ დიასმა შესანიშნავი პასით ისმაილ საიბარი ალისონთან პირისპირ დარჩა და წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე ოსტატურად გადაუგდო.
ბრაზილიელებმა მალევე გაათანაბრეს, რაც ვინისიუს ჟუნიორის ინდივიდუალური თამაშის დამსახურება იყო – რელის შემტევი მცველებს გასცდა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.
თამაში მეორე ტაიმშიც მაღალ ტემპში გაგრძელდა, გუნდებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა…
ამავე ჯგუფში შოტლანდიამ ჰაიტის 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა ჯონ მაკგინის დარტყმის შემდეგ. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ შოტლანდიელს რიკოშეტი დაეხმარა.
სხვა დასამახსოვრებელი შოტლანდიელებს მხოლოდ მაკტომინეის ძელი ჰქონდათ. ორი მომენტი ჰაიტისაც შეექმნა. ასე რომ, სქოთებს აუტსაიდერთან გაუჭირდათ და ღირებული ვერაფერი გვიჩვენეს.
D ჯგუფში თურქეთის ნაკრები ავსტრალიას ეთამაშა და 0:2 დამარცხდა.
ავსტრალიელებმა მეტოქე ორივე გოლისას კონტრშეტევაზე გამოიჭირეს: 27-ე წუთზე სწრაფი შეტევა ნესტორი ირანკუნდამ დაასრულა, ხოლო 75-ე წუთზე კონორ მეტკალფმა ცენტრიდან ატარა ბურთი და საჯარიმოს გარედან ახლო კუთხეში იდეალურად დაარტყა.
მატჩის გმირი აღმოჩნდა ავსტრალიის ნაკრების 22 წლის მეკარე მეკარე პატრიკ ბიჩი, რომელმაც რვა დარტყმა მოიგერია.
პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს ავსტრალია და აშშ ლიდერობენ. შეგახსენებთ, ამერიკელებმა პარაგვაის 4:1 აჯობეს.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 3 საათის agoპიერ-ანრი ბრონკანი: ბევრი მუშაობა გვჭირდება
გააზიარეთბორჯღალოსნებისა და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ახალი სეზონის დაწყების წინ საკუთარ მიზნებსა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 6 საათის agoესპანური მედია: წიტაიშვილმა გამოცდა დიდ სცენაზე ჩააბარა
გააზიარეთესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში რაიო ვალეკანო მადრიდში, რეალთან 1:4 დამარცხდა. მიუხედავად ასეთი ანგარიშით მარცხისა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 6 საათის agoამერიკა ზვერევმა და რიბაკინამ მოიგეს
გააზიარეთUS Open როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რუსმა მოიგო, მაგრამ ორივემ სხვა ქვეყნის სახელით....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი