გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მხოლოდ მადრიდში

გააზიარეთ

საწადელს მიაღწია და მადრიდის რეალის მაისური კი მოირგო, მაგრამ უტიტულოდ დარჩა. ჩემპიონთა ლიგას ვინ დაეძებს, ვერც ესპანეთის ჩემპიონი გახდა და სამეფო თასიც გვერდზე დარჩა.

ერთადერთი აღიარება, რაც კილიან მბაპეს ხვდა წილად ეს 2024-2025 წლების სეზონში არა ლა-ლიგის, არამედ მხოლოდ რეალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა.

26 წლის ფრანგმა ფორვარდმა, ესპანეთის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 34 მატჩი 31 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლა-ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ მან 14 მატჩში თავი შვიდჯერ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონატში 84 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და სატურნირო ცხრილში მის დაუძინებელ მტერს ბარსელონას ჩამორჩა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი