გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილის მორიგი გოლი

გააზიარეთ

გრაცის შტურმმა ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში სტუმრად ალტახი 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ერთ-ერთი გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილი გახდა.

ქართველმა ნახევარმცველმა 85-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ეს მისთვის უკვე მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში — კიტეიშვილმა ხუთჯერ ავსტრიის ჩემპიონატში გამოიჩინა თავი, თითო-თითოჯერ კი ავსტრიის თასსა და ევროპა ლიგაზე გაიტანა. საერთო ჯამში ოთარმა სეზონის განმავლობაში 10 მატჩი ჩაატარა.

შტურმს ამ დროისთვის რვა თამაშიდან 18 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერობს. მომდევნო ტურში გუნდი 19 ოქტომბერს ლინცს ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები