გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ოთხეულისთვის არგენტინა შვეიცარიას შეხვდება

გააზიარეთ

79-ე წუთამდე აგებდა არგენტინა ეგვიპტესთან. თანაც ორი ბურთით. თუმცა, მერე საფეხბურთო სცენაზე ლეო მესი გამოჩნდა და…

მსოფლიო ჩემპიონატი მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ არგენტინას ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ ერთი ფეხბურთელის კლასმა საქმე გადაწვიტა. აფრიკული ნაკრები მე-15 წუთზე დაწინაურა – იასერ იბრაჰიმის თავურით; არგენტინას გათანაბრება მალევე შეეძლო, მაგრამ მესის მეკარემ პენალტი აუღო. ლეო პირველი ფეხბურთელია ვინაც ერთ მუნდიალზე ორი პენალტი ვერ გაიტანა.

სკალონის გუნდი ბურთს კი აკონტროლებდა, მაგრამ ხეირიანს ვერაფერს ქმნიდა და შესვენებაზე ჩამორჩენით გავიდა. თითქოს სიტუაცია მეორე ტაიმში უნდა შეცვლილიყო, მაგრამ გოლი აქეთ მიიღო – ამასთან ორი. ორივე ზიკომ გაიტანა, მაგრამ პირველი არ ჩაუთვალეს და ეგვიპტე ორი ბურთით დაწინაურდა.

ყველაფერი 79-ე წუთზე შეიცვალა: მესიმ საჯარიმო დარტყმით ბურთი ჩააწოდა და რომერომ თავით შეაგდო; ოთხ წუთში თავად მესიმ გაათანაბრა. ეს მისი მერვე გოლია ამ მუნდიალზე და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ეგვიპტეს მოგების შანსი მიეცა – სამი შემტევი ერთი მცველის წინააღმდეგ გავიდა, მაგრამ არასწორი პასი, საგოლე შანსი განიავდა და ეგვიპტეც დაისაჯა. არგენტინა სწრაფ კონტრშეტევაზე გადავიდა და ენცო ფერნანდესმა გამარჯვების გოლი შეაგდო…

არგენტინა მეოთხედინალში შვეიცარიას ეთამაშება. ევროპელებმა თავის მხრივ კოლუმბიას პენალტებში 4:3 მოუგეს. უღიმღამო ძირითადი დრო კი, 0:0 დასრულდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები