გამოგვიწერეთ

ფრენბურთი

პირველი გამარჯვება კალანდაძის ლიდერობით

გააზიარეთ

არას კარგო – არის ასეთი გუნდი თურქეთში, სადაც ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ირიცხება. ჩვენებური ლამაზმანი ფრენბურთელი ქალაქ იზმირის გუნდში, ასევე თურქული გალათასარაიდან მიმდინარე წლის აპრილში გადავიდა და კლუბსაც მალევე შეეწყო.

ჰოდა, არას კარგომაც თურქეთის საფრენბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამაში თავისი მოზრდილი წვლილი კალანდაძემაც შეიტანა. ჩვენებურის გუნდი სტუმრად გიოზენთეფეს დაუპირისპირდა და მარტივად სამ სეტში აჯობა,  ქართველმა ფრენბურთელმა კი გუნდს 15 ქულა მოუტანა.

არას კარგო ამჟამად ოთხი ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს შინ თურქეთის ავიახაზების გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფრენბურთი