გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

პირველი წრე გადალახულია

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობამდე, რომელიც აგვისტოს ბოლოს აიღებს სტარტს, ATP ტურში ჰარდის საფარის მასტერსების სერიის დროა. ტორონტოში ის უკვე დასკვნით ფაზაშია და უკვე ნახევარფინალისტებიც გამოვლინდნენ, აი ცინცინატში კი საკვალიფიკაციო მატჩები დღეს დაიწყო.

ჰოდა, კარგად დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. რამდენიმე წლის წინ ქართველი ჩოგბურთელი არა მხოლოდ მასტერსებზე, დიდი სლემის გათამაშებებზეც პირდაპირ ძირითად ბადეში იყო, მაგრამ ახლა რადიკალურად სხვა სიტუაციაა და მასაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყება უწევს.

ჩვენებური მეჩოგნის კარგ სტარტზე ვსაუბრობდით. პირველ წრეში მისი მეტოქე კრისტოფერ ეუბანსკი გახლდათ, ვისთანაც ბასილაშვილს აქამდე სამჯერ მოეგო. ორ შემთხვევაში ინდიან უელსის მასტერსზე, ერთხელ კი ავსტრალიის ღია პირველობაზე. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ბასილაშვილმაც ამერიკელი მოწინააღმდეგე სამ სეტში – 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა.

კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი კოლტონ სმიტი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი