გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა

გააზიარეთ

ცინცინატის მასტერსი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დამარცხდა და ძირითად ბადეში შესასვლელად მოგება დააკლდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ კოლტონ სმიტთან ვერაფერი გააწყო და 5:7; 1:6 დამარცხდა.

შედარებით დაძაბული პირველი სეტი გამოდგა. ნიკამ დასაწყისშივე დათმო ჩაწოდება, მაგრამ იქვე დაიბრუნა. თუმცა, 5:6-ზე როდესაც აწვდიდა, შეეძლო სეტი ტაი ბრეიკში გადაეყვანა, სამი სეტ-პოინტიც მოიგერია, მაგრამ ვერაფერს გახდა და დამარცხდა.

მეორე სეტზე კი ანგარიშიდანაც ჩანს, რომ სალაპარაკო არაფერია.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო პირველ წრეში ბასილაშვილმა ასევე ამერიკელი კრისტოფერ ეუბანსკი 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი