გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ჟორჟს აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე და მითხრა, რომ… ” – გიორგი წიტაიშვილი

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა მეცმა ოფიციალურად დაადასტურა გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერი. 23 წლის ქართველი შემტევი გუნდს მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა და მასზე დიდი იმედები აქვთ.

წარდგენის დღეს წიტაიშვილმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ამ დიდებულ გუნდში გადმოსვლა. ქართველებს მეცთან კარგი მოგონებები აქვთ.

ჟორჟს აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე და მან მხოლოდ კარგი რაღაცები მითხრა ჩემს ახალ კლუბზე.

ამიტომაც გადაწყვეტილება, რომ მეცში გადმოვსულიყავი, ძალიან სწრაფად მივიღე.

იმედი მაქვს, კლუბს ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარები და ჩემს საუკეთესო ვერსიას ვაჩვენებ. აქ მოსაგებად ვარ და არა გასართობად”, – განაცხადა წიტაიშვილმა.

გიორგის გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელიან მის დებიუტს ფრანგულ ელიტაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები