გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რატომ თქვა ინტერმა კვარაცხელიას შეძენაზე უარი? – სპორტული დირექტორის აღიარება

გააზიარეთ

ინტერის სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუზილიომ, გულახდილად აღიარა, რომ მის კარიერაში ყველაზე მტკივნეული შეცდომა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე უარის თქმა აღმოჩნდა.

როგორც აუზილიო იხსენებს, ქართველის დამატების შესაძლებლობა მას მაშინ ჰქონდა, როდესაც ხვიჩა ჯერ კიდევ ყაზანის რუბინის ღირსებას იცავდა. თუმცა, მილანურმა კლუბმა იმ დროის ტაქტიკური სქემის გამო გარიგებაზე უარი თქვა.

„თუ უნდა დავასახელო ყველაზე სერიოზული შეცდომა, ეს ნამდვილად ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა მარტო მე არ ვიყავი, ვინც ასეთ არჩევანს მიმართა – იტალიაში მას ბევრი წამყვანი კლუბი სთავაზობდნენ. ჩვენი გუნდი მაშინ 3-5-2 სისტემით თამაშობდა, ის კი უფრო 4-3-3 სქემისთვის იყო შესაფერისი. სწორედ ამიტომ არ გავრისკეთ მისი შეძენა,“ – განაცხადა აუზილიომ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კვარაცხელია ნაპოლიმ 10 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო 2025 წელს უკვე 80 მილიონ ევროდ პსჟ-ში გაიყიდა. ნეაპოლში ყოფნის პერიოდში ქართველმა შემტევმა ჩემპიონობის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები