გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

რაულ გონსალესი ბუნდესლიგას უახლოვდება

გააზიარეთ

ერიკ ტენ ჰაგი ბაიერ ლევერკუზენიდან ძალიან მალე გაათავისუფლეს – ნიდერლანდელმა მწვრთნელმა სეზონი იმდენად ცუდად დაიწყო, რომ პოსტი დაახლოებით ერთ თვეში დატოვა.

ლევერკუზენის ახალ მწვრთნელზე საუბრისას ყველაზე აქტიურად მადრიდის რეალის ლეგენდის, რაულ გონსალესის სახელი ჟღერდება.

ესპანური მარკა იტყობინება, რომ რაული ლევერკუზენისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტია, ესპანელის გარდა კი მარკ როზეს და ედენ ტერზიჩის კანდიდატურები განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გერმანულმა კლუბმა სამსახური კატალონიის ბარსელონას ყოფილ თავკაცს, ჩავი ერნანდესსაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები