გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მექვაბიშვილის მტკიცე უარი რუსულ გუნდს

გააზიარეთ

რუმინულ კრაიოვაში გამორჩეული თამაშების შემდეგ, ქართველ ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილზე ინტერესმა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთაც გააქტიურდა. ფეხბურთელის ტრანსფერის თემაზე საუბარი რამდენიმე კლუბს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.

lagazzeta dello  sport Georgeia-ს ინფორმაციით, მექვაბიშვილის დამატებით დაინტერესებულნი იყვნენ ფერენცვაროში, ლიეჟის სტანდარტი, ვოლფსბერგერი, ჰალ სიტი და რეალ ვალიადოლიდი. გარდა ამისა, ინტერესს ორი თურქული კლუბიც იჩენდა.

გამოცემის ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში კრაიოვამ მინიმუმ 1.5 მილიონ ევროს მოთხოვნა დააფიქსირა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც ყაზანის რუბინმა 2.2 მილიონი ევრო და ფეხბურთელისთვის წლიური 600 ათასი ევროს ხელფასი შესთავაზა. რუსეთში გადასვლაზე მექვაბიშვილმა მკაფიოდ უარი თქვა, რის შემდეგაც კრაიოვამ ევროპული კლუბებისთვის თანხა გაზარდა და მოთხოვნად მინიმუმ 2 მილიონი დაასახელა.

ყველაზე რეალური კანდიდატი ვოლფსბერგერი იყო, თუმცა ავსტრიელთა მაქსიმალური შეთავაზება 1.7 მილიონს არ აღემატებოდა. ჰალ სიტი კი ცდილობდა იჯარა+გამოსყიდვის ვარიანტით მოლაპარაკებას, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ამრიგად, კლუბმა ფეხბურთელს აცნობა, რომ ზაფხულში არ გაყიდიდა და ურჩევნია მისი რესურსი შინ გამოიყენოს – კრაიოვას შიდა ჩემპიონატში ტიტულისთვის ბრძოლა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი ელის.

ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში  5 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები