გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

როგორ დაემშვიდობა მიქაუტაძე ლიონს?

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად დაემშვიდობა ლიონის გულშემატკივრებს და კლუბთან განშორების შემდეგ ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა.

ქართველი თავდამსხმელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალაქი ლიონი მისთვის განსაკუთრებულია და მომავალში კვლავ სურს მათ რიგებში დაბრუნება.

„მინდოდა, რამდენიმე სიტყვა მეთქვა თქვენთვის, ლიონის ფანებო. როგორც უკვე იცით, ახლა დროა კლუბი დავტოვო. ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ლიონში პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ეს შანსი შარშან, ზაფხულში, რეალობად იქცა. ეს ქალაქი ჩემთვის სახლია – აქ გავიზარდე, აქ არიან ჩემი მეგობრები და ოჯახი. წასვლა მარტივი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ კლუბი კარგ გზაზეა. მადლობა ყველას, ვისთანაც ერთ გუნდში მომიწია მუშაობა – თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს, ფიზიოთერაპევტებს და თითოეულ ადამიანს, ვინც კულისებში დიდი შრომა გასწია. გულით მსურს, რომ ერთ დღეს ლიონში დავბრუნდე და იქ ჩემი ნამდვილი ისტორია დავწერო. რაც ყველაზე მეტად გამახსენდება, ეს თქვენი სიყვარულია,“ – განაცხადა მიქაუტაძემ.

ქართველმა ფორვარდმა კარიერა ვილიარეალში გააგრძელა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” მის სანაცვლოდ ლიონს 36 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო მომავალში შესაძლო ტრანსფერიდან ფრანგები დამატებით 10%-ს მიიღებენ.

მიქაუტაძეს ლიონთან ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებდა. მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 მატჩში 17 გოლითა და 11 საგოლე პასით გამოირჩა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები