გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რეკორდი რომელიც ისტორიაში დარჩება – ათი ქართველი ტოპ ლიგებში

გააზიარეთ

ევროპის ყველაზე მაღალ დონის ჩემპიონატებში ერთდროულად ათი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.

ყველაზე ბოლოს ამ სიას გიორგი გოჩოლეიშვილი დაემატა, რომელიც ბუნდესლიგაში დაბრუნებულ ჰამბურგს შეუერთდა. ის გახდა მეათე ქართველი, რომელიც 2025/26 წლების სეზონს ტოპ-ლიგაში დაიწყებს, ეს კი ახალი რეკორდია ჩვენი ქვეყნისთვის.

ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ კიდევ უფრო გამორჩეულია ის ფაქტი, რომ წარმომადგენლობა თითქმის ყველა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში გვყავს. განსაკუთრებით აქტიურია საფრანგეთი, სადაც ოთხი ქართველი ასპარეზობს, ხოლო იტალიასა და გერმანიაში საერთო ჯამში ხუთი მოთამაშეა.

ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ-5 ლიგებში:

ინგლისის პრემიერლიგა

გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული)

საფრანგეთის ლიგა 1

ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

გიორგი მიქაუტაძე (ლიონი)

გიორგი წიტაიშვილი (მეცი)

გიგი აბუაშვილი (მეცი)

გერმანიის ბუნდესლიგა

ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი)

გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი)

იტალიის სერია A

საბა გოგლიჩიძე (უდინეზე)

საბა საზონოვი (ტორინო)

დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე)

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები