
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა და რუსთავმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. თუმცა, ცხრილის ზედა ნაწილში დაძაბული სიტუაციაა.
იბერია-სპაერი 1:0
თბილისი. მიხეილ მესხი
1:0 ბედოშვილი (90)
წინა ტურში ბათუმის დინამოსთან მარცხის მერე, იბერიელებმა გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-12 წუთზე გაიტანეს. საქმე ისაა, რომ მატჩს 15 წუთი დაემატა, რადგან შეჩერებული იყო: სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში წაიყვანა სპაერის განელი ლეგიონერი ბილი ჯიბრილი.
გოლი კი ასე გავიდა: შეტევა იბერიას მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა წამოიწყო, გიორგი ჯინჯოლავამ გააგრძელა და მისი გამჭოლი პასი ვახო ბედოშვილმა გოლად აქცია.
სპაერს 11 ტურია არ მოუგია.
დილა-დინამო (ბთ) 2:2
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 მენთეშაშვილი (39); 1:1 წულუკიძე (45); 1:2 იმრანი (63); 2:2 მაჰმუტოვიჩი (81სკ)
დილას ამ ტურამდე ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული, დინამო ბათუმს კი – ზედიზედ ხუთი. ამჯერად კი ფრე…
ჯერ გორელები დაწინაურდნენ: მოჰამედ კანტეს დაფარულ პასს ლაშა მენთეშაშვილის გოლი მოჰყვა; ტაიმის ბოლოს კი ბათუმელებმა გაათანაბრეს: სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდება და ლუკა წულუკიძის თავური – 1:1.
შესვენების შემდეგ ისევ ალთუნაშვილის პასი და ამჯერად ულად-ომარ იმრანის გოლი; ბათუმელები ახლოს იყვნენ ზედიზედ მეექვსე მოგებასთან, მაგრამ 82-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ჩააწოდა და ენეს მაჰმუტოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 2:2.
მეშახტე-რუსთავი 0:1
წყალტუბო. 26 მაისი
0:1 პარკაძე (45)
ლიდერ რუსთავს ბოლო სამ ტურში არ ჰქონდა მოგება, ამჯერად კი აუტსაიდერ მეშახტესთან 1:0 გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა: ლუკა პარკაძემ ნახევარი მინდორი გაირბინა, სივრცე მშვენივრად გამოიყენა და ზუსტადაც დაარტყა. ლამაზი ეპიზოდი გამოვიდა და პარკაძისთვის სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში.
რუსთავმა მიმდინარე სეზონში მე-13 თამაში მოიგო და აქედან ცხრაჯერ მშრალად შეინახა კარი. აქედან ექვსჯერ 1:0 გაიმარჯვა.
ამ გამარჯვებით რუსთავი ისევ გალიდერდა, ხოლო მეშახტე უიმედო აუტსაიდერად რჩება.
დინამო (თბ)-გაგრა 4:0
თბილისი. მიხეილ მესხი
1:0 ნინუა (3); 2:0, 3:0 ხარაიშვილი (35, 45); 4:0 კურდიჩი (65)
სწრაფი გოლი გავიდა – ლეონარდო სანტუშის პასი და ნიკა ნინუას გოლი; მომენტები კიდევ ვნახეთ, გაგრას ცოტა დააკლდა ანგარიშის გათანაბრებამდე: გუნდის კაპიტანმა ზურაბ ჭავჭანიძემ თავურით ძელს მოარტყა ბურთი.
ტაიმის ბოლო ათ წუთში კი, დინამოელთა გიორგი ხარაიშვილის ორი გოლი ვნახეთ: ჯერ მეკარეს გადაუგდო ბურთი თავზე; მერე კი საჯარიმო დარტყმა მშვენივრად შეასრულა და დინამო შესვენებაზე 3:0 გავიდა.
მეორე ტაიმში გაგრა ათი კაცით დარჩა, რადგან პორფირიომ მიიღო მეორე გაფრთხილება. მალევე ამას მოჰყვა ნინუას ჩაწოდება და ნუმან კურდიჩის ზუსტი თავური – 4:0.
ტორპედო-სამგურალი 3:2
ქუთაისი. რამაზ შენგელია
0:1 სირაძე (4); 1:1 არაბიძე (22); 2:1 ანდრიჩი (26); 3:1 ლომინაძე (67); 3:2 პატარკაციშვილი (90)
მატჩის პირველი და ბოლო გოლები სამგურალმა გაიტანა, თუმცა ტორპედომ მოიგო.
თამაში სწრაფი გოლით დაიწყო: წყალტუბოელთა ფორვარდმა ირაკლი სირაძემ ლევან გეგეჭკორის კარგი პასი გამოიყენა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად დაარტყა.
ტაიმის შუაში გიორგი არაბიძემ საჯარიმო ტექნიკურად შეასრულა და 1:1; რამდენიმე წუთში არაბიძემ კუთხური ჩააწოდა და სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავურით დააწინაურა ტორპედო.
იმერულ დერბის მომენტები და დაძაბულობა არ აკლდა. სამგურალმა გათანაბრების შანსები ვერ გამოიყენა და ტორპედომ მეორე ტაიმის შუაში ისევ გაიტანა: ისევ არაბიძის კუთხური და ნოდარ ლომინაძის თავური – 3:1.
წყალტუბოელებმა ბოლოს მოახერხეს ანგარიშის შემცირება: გეგეჭკორის მეორე საგოლე პასი და ომარ პატარკაციშვილის გოლი.
სატურნირო ცხრილი:
1.რუსთავი 26 13 7 6 32-21 46
2.დინამო (ბთ) 26 12 8 6 43-34 44
3.დინამო (თბ) 25 11 9 5 40-27 42
4.იბერია 24 12 4 8 33-27 40
5.დილა 25 11 4 10 33-27 37
6.ტორპედო 26 9 9 8 41-31 36
7.სამგურალი 26 9 5 12 36-49 32
8.გაგრა 26 6 10 10 24-36 28
9.სპაერი 26 5 10 11 33-39 25
10.მეშახტე 26 2 10 14 19-43 16
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 1 საათის agoჩაკვეტაძის დებიუტი და მიქაუტაძის უგოლო მატჩი
გააზიარეთხანგრძლივი უქმობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუნრუნდა. ეს სერია A-ს მატჩში მოხდა, სადაც ჩენებურის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 2 საათის agoრუსთავმა ლიდერობა დაიბრუნა, ცხრილში სიმჭიდროვეა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დასრულდა და რუსთავმა ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. თუმცა, ცხრილის ზედა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 18 საათის agoპიერ-ანრი ბრონკანი: ბევრი მუშაობა გვჭირდება
გააზიარეთბორჯღალოსნებისა და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ახალი სეზონის დაწყების წინ საკუთარ მიზნებსა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი