
ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში რაიო ვალეკანო მადრიდში, რეალთან 1:4 დამარცხდა. მიუხედავად ასეთი ანგარიშით მარცხისა, რაიოს ერთი ნათელი წერტილი ჰყავდა და ეს ჩვენებური გიორგი წიტაიშვილია. 25 წლის ნახევარმცველმა იმდენად კარგად ითამაშა, თვით ჟოზე მოურინიუ აიძულა დაცვა მარკ კუკურეალიათი გაეძლიერებინა.
წიტაიშვილის კარგ თამაშს ადგილობრივი მედიაც გამოეხმაურა. აი, რას წერენ ესპანელები:
„რაიო ვალეკანოს გასვლით მატჩში „სანტიაგო ბერნაბეუზე“, გიორგი წიტაიშვილი ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილი იყო. ქართველმა გარემარბმა პირველად ითამაშა რაიოს სასტარტო შემადგენლობაში და ბენიატ სან ხოსეს ნდობის გამართლება შეძლო. ქართველის ნაჩვენები თამაში ოპტიმიზმს აჩენს.
წიტაიშვილი რაიოს სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს შეუერთდა და სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. მწვრთნელმა მისი გამოყენება საპირისპირო, მარჯვენა ფლანგზე გადაწყვიტა და წიტაიშვილმაც აჩვენა, რომ შეუძლია ვალეკანოსთვის მნიშვნელოვანი ოპცია იყოს.
ქართველი ფეხბურთელი ალვარო კასერესს პრობლემებს უქმნიდა, იყენებდა საკუთარ სისწრაფესა და დრიბლინგის უნარს. ეს მხოლოდ მოედნის კიდეზე არ ხდებოდა – წიტაიშვილი აქტიური იყო რაიოს შეტევებისას და რამდენიმე სახიფათო მომენტის დროს მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. ამას გარდა, გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეფექტური დარტყმა, რომელიც ტიბო კურტუამ ნახტომში მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
ალვარო გარსია რაიოს საკვანძო ფეხბურთელად კი რჩება, მაგრამ წიტაიშვილის გამოჩენა ბენიატ სან ხოსეს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ახალწვეულ გარემარბს მანამდე სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა ნათამაშები, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი ძირითადში პირველად გამოჩნდა და ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
ქართველმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ თამაში შეუძლია როგორც მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, ისე – საპირისპირო ფლანგზე. წიტაიშვილმა უძლერესი დაცვის მქონე გუნდთან შეძლო უნარების წარმოჩენა, რომლებიც აუცილებელია მეტოქის კართან სიმწვავის შესაქმნელად.
წიტაიშვილი რაიოში თავდასხმის გასაძლიერებლად გადმოვიდა და სათამაშო დრო სჭირდებოდა, რათა თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა, შანსი კი მან მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ არენაზე მიიღო.
მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ის ერთი-ერთზე აქტიურად ცდილობდა მოტყურებას, იყენებდა თავისუფალ ზონებსა და არ უშინდებოდა საჯარიმოს გარედან დარტყმებით კურტუას შეწუხებას. და მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მისმა თამაშმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა სწორედ მაშინ, როდესაც გუნდს ამ პოზიციებზე დახმარება დასჭირდა.
დიდი სცენა, მრისხანე მეტოქე და პირველი თამაში ძირითადში – წიტაიშვილმა გამოიყენა თავის წარმოჩენის შესაძლებლობა“.
წიტაიშვილი რაიო ვალეკანოში თავისუფალი აგენტის სტატუსით ამ ზაფხულს გადავიდა და სულ მეორე მატჩი ითამაშა. რაიო ვალეკანოს კი, ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია. ბენიატ სან ხოსეს გუნდი მეექვსე ტურის შეხვედრას 15 სექტემბერს, შინ ესპანიოლთან ითამაშებს.
იხილე მეტი
-
ჩოგბურთი
/ 19 საათის agoროდიონოვი დამარცხებულია, წინ ალკარასია
გააზიარეთნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. მეტოქე მასპინძელთა სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი იყო, რომელიც...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 19 საათის agoბათუმმა ევროპის თასზე მეოთხე მატჩიც წააგო
გააზიარეთსაკალათბურთო კლუბმა ბათუმმა ფიბას ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი წააგო. ქართული კლუბი თბილისში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს თასი
/ 19 საათის agoთასის ფინალში რუსთავს ბათუმი შეუწყვილდა
გააზიარეთსაქართველოს თასზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა თუ ვინ ითამაშებს სატიტულო ჯახში....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი