გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

საბალენკას წარუმატებელი პერიოდი გრძელდება

გააზიარეთ

WTA-ს რეიტინგის პირველი ჩოგანი არინა საბალენკა ტორონტოს ტურნირს დაემშვიდობა.
ბელარუსმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან დამარცხდა.
სლავურ დაპირისპირებაში ალექსანდროვამ 7:6, 4:6, 6:4 მოიგო.
საბალენკამ ბოლო ექვსი ტურნირი ჩააგდო. მან ამ ტურნირებზე ნახევარფინალში გასვლაც კი ვერ მოახერხა.

მეოთხედფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ეკატერინა ალექსანდროვა VS ელინა სვიტოლონა (უკრაინა) / დიანა შნაიდერი (გერმანია) VS იგა შვიონტეკი (პოლონეთი);
ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია) VS კოკო გაუფი (აშშ) / ნაომი ოსაკა (იაპონია) : ელენა რიბაკინა (ყაზახეთი).

მეოთხედფინალური შეხვედრები 11 აგვისტოს გაიმართება.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი