
საქართველოში გასამართ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოედნის 12 მსაჯს შორის საბა მახარაძეც იქნება.
25 წლის მახარაძემ ბოლო პერიოდში პროგრესი განიცადა. წელს დებიუტი 20 წლამდე ექვს ერზე ჰქონდა, ახლა კი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დრო დადგა, საიდანაც სამსაჯო ელიტამდე ერთი ნაბიჯია.
საბა მახარაძე:
„მსოფლიო რაგბის მიერ ჩემპიონატისთვის 12 მსაჯს შორის გამორჩევა, ჩემს კარიერაში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის ტურნირი, სადაც არამარტო მორაგბეებს, არამედ მსაჯებსაც შეუძლიათ თავი გამოიჩინონ და გზა ელიტარული რაგბისკენ გაიკვალონ. ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები ჩემი ქვეყანა და ქართული სამსაჯო სკოლა კიდევ ერთხელ, საუკეთესოდ წარმოვაჩინო…
2017 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ 16 წლის ვიყავი. რაგბით შეპყრობილს, მსაჯობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა. ქუთაისში დავდიოდი თამაშებზე, დილის 11-დან საღამოს 7 საათამდე, ყველა თამაშს ვესწრებოდი. ფინალურ მატჩსაც ტრიბუნებიდან ვუყურე. მახსოვს ემოციები, როდესაც ჩემი თვალით პირველად ვიხილე „ჰაკა“ და უმაღლესი ხარისხის თამაშები. აღფრთოვანებული ვიყავი ყველაფრით, მაგრამ მეც მინდოდა ამ დღესასწაულის ნაწილი გავმხდარიყავი. კიდევ უფრო სასიხარულოა, მიზანს, ისევ საქართველოში გასამართ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მივაღწიე…
ამისთვის წლების შრომა, დიდი თავგანწირვა და ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს. მუდმივად უნდა იზრუნო, რათა ყოველდღე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე, შეცდომები გააანალიზო. რაგბის სიყვარული და ვნება მსაჯობის მიმართ, შეუფასებელია და მადლობელი ვარ, რომ ამ ყველაფრის შედეგებს ვხედავ…
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი საერთაშორისო ტესტ-მატჩი მქონდა; რაგბი ევროპის 20-წლამდელთა ფინალური მატჩი ვიმსაჯე, ხოლო ჩემპიონთა თასის ორ თამაშზე გვერდით მსაჯად ვიმუშავე; 20-წლამდელების ექვს ერზე, სადაც ისტორიაში პირველად, სრულიად ქართული სამსაჯო გუნდით წარვსდექით, მოედნის მსაჯის რანგში ჩემი დებიუტი საფრანგეთი-იტალიის მატჩში შედგა. ყველა ამ თამაშმა დიდი გაკვეთილი და გამოცდილება შემძინა. ვეცდები, ამ ყველაფერს თავი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვუყარო…
კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენ. ასეთ ტურნირებზე აუცილებელია, რომ როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა, პიროვნული თვისებები გამოამჟღავნო და გუნდის პოზიტიური წევრი იყო. ასევე, ვცდილობ დავგეგმო ღონისძიებები, რომ თავისუფალ დროს, მსაჯებს და სტაფს უკეთ გავაცნო ჩვენი ქვეყანა და დატვირთულ ერთ თვიან ციკლში, განტვირთვის დროც გამოვძებნოთ…
მოუთმენლად ველოდები კონკრეტულ თამაშებზე დანიშვნას. ჩემი მიზანია, რომ კიდევ უფრო გავიმყარო მსოფლიო რაგბის ნდობა და ფლეი ოფის ეტაპზე საუკეთესო დანიშვნები მივიღო…
ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მენტორსა და მეგობარს, ნიკა ამაშუკელს. ასევე ჩემს მენეჯერს ლუკა კილასონიას, ფიზ-მომზადების მწვრთნელს ოლეგ კასოევსა და მთლიანად საქართველოს რაგბის კავშირს. მადლობა მათ და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია“!
იხილე მეტი
-
ტრანსფერები
/ 1 საათის agoსაბა გოგლიჩიძე კარიერას მონცაში გააგრძელებს
გააზიარეთსაქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიურ კლუბ მონცაში გააგრძელებს. გოგლიჩიძე იტალიის სერია...
ავტორი Giorgig -
ქართული ფეხბურთი
/ 4 საათის ago,,ჩვენს მოთმინებასაც აქვს ზღვარი”
გააზიარეთქუთაისის ტორპედოს ფანკლუბი ,,ჯუნგლები” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გუნდის პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავარი...
ავტორი Giorgig -
სანაკრებო ტურნირები
/ 12 საათის agoდიდი ეპოქა დასრულდა
გააზიარეთყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა სპორტსმენმა...
ავტორი Giorgig
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||