
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელსაც საქართველო მეორედ უმასპინძლებს, ერთი თვე დარჩა.
პირველად მსოფლიოს წამყვანი სარაგბო ქვეყნის 11 საუკეთესო გუნდი ჩვენს ქვეყანას 2017 წელს ეწვია. ეს იყო მე-10 ჩემპიონატი და მსოფლიო რაგბი მას დღემდე მიიჩნევს საუკეთესოდ ორგანიზებულ ტურნირად.
გარკვეულწილად ამანაც განაპირობა, რომ ცხრა წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი კვლავ საქართველოში ბრუნდება, ახლა უკვე გაზრდილი გუნდების რაოდენობითა და შეცვლილი ფორმატით. 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, რაგბის ქართველ ქომაგს შვიდი სათამაშო დღე და 40 დაუვიწყარი მატჩი ელოდება, რომლებსაც თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
ჯგუფები და თამაშების განრიგი
A და G ჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართება, ხოლო B და D ჯგუფების თამაშებს ქუთაისი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 27 ივნისს, 2 ივლისს და 7 ივლისს გაიმართება. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან, მეორეადგილოსნები – მეხუთე ადგილის ნახევარფინალში, მესამეადგილოსნები მეცხრე ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდები 13-16 ადგილებს გაითამაშებენ.
2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს; განთესვის შედეგად B ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; G ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; D ჯგუფში – საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
ერთადერთი ქვეყანა ტიერ 2-დან
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 2008 წლიდან ტარდება და აქამდე სულ cxra ქვეყანას უმასპინძლია. ტურნირი 3-3-ჯერ ჩატარდა იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში, 2-2-ჯერ არგენტინასა და საფრანგეთში, ხოლო თითოჯერ უელსში, იაპონიაში, ახალი ზელანდიასა და ინგლისში. ამ ჩამონათვალში საქართველო ტიერ 2-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ ჩემპიონატს მასპინძლობს და თანაც მეორედ!
ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ ამომავალი ვარსკვლავების პირველი ნაბიჯები დიდ რაგბში. მთლიანობაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში 500-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურებულა, მათგან 30-ზე მეტი ბორჯღალოსნებში.
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთშავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტანვარჯიში
/ 1 დღის agoგობაძე და სხილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
გააზიარეთქართველმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ, ანი გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაციამ დაადასტურა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 1 დღის agoმანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
გააზიარეთმანუჩარ მარკოიშვილი თურქული გალათასარაის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ქართველ სპეციალისტს სტამბოლში უკრაინელი სერგეი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი