გამოგვიწერეთ

ნაკრები

სამხრეთ აფრიკის მეორე ნაკრებმა არ დაგვინდო

გააზიარეთ

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის ფარგლებში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა მეორე თამაში მასპინძლებთან გამართა და 19:57 დამარცხდა.

ინგლისთან ისტორიული მოგების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებება კი განხორციელდა, მაგრამ მსგავსი სხვაობით მარცხი დასაფიქრებელია.

სამხრეთ აფრიკა ა ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და პირველსავე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. მეტოქე მე-5 წუთზე დაწინაურდა, როდესაც მოლით დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ლელო გაიტანა; საქართველომ მე-11 წუთზე ასევე მოლით უპასუხა; ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკა ა სრულად დაეუფლა ინიციატივას, შესვენებამდე ოთხი ლელო გაიტანა და ტაიმი 31:5 მოიგო.

საქართველომ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და გაბრიელ რაზმაძემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, ლევან ბუცხრიკიძემ კი გარდასახა. თუმცა, მასპინძლებმა ლელოთი მალევე გვიპასუხეს; შემდეგ გიორგი ბერძენიშვილმა კიდევ ერთი ძალისმიერი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. თუმცა, ბოლო სიტყვა კვლავ სამხრეთ აფრიკის იყო და გამანადგურებელი მარცხი ვიგემეთ.

საქართველო სამხრეთ აფრიკაში მესამე, დასკვნით თამაშს 16 აგვისტოს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები