გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

საუკუნის მეორე ახალგაზრდა

გააზიარეთ

ბენ შელტონი ტორონტოს მასტერსის ჩემპიონია. 22 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგის მეშვიდე ნომერია ფინალში რუსი კარენ ხაჩანოვი სამ სეტში – 7:6, 4:6, 7:6 დაამარცხა.

ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მატჩის მიმდინარეობა თრილერს წააგავდა და თითქმის სამ საათს გასტანა. 22 წლის შელტონმა კარიერაში მასტერსი პირველად მოიგო, ისე კი მესამე ტიტულს დაეუფლა.

2004 წელს, მაიამიში, ATP ტურის 1000-იანი მასტერსი ენდი როდიკმა 21 წლის ასაკში მოიგო. ალბათ იკითხავთ ორი ათეული წლის წინანდელი ამბავი წლევანდელ ტორონტოს მასტერსთან რა კავშირშიაო.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბენ შელტონი გახდა რიგით მეორე  ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ჩოგბურთელი ბოლო 21 წლის მანძილზე, რომელმაც მასტერსის სერიის ტურნირზე იჩემპიონა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი