გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ჩემპიონობა ველური ბარათით

გააზიარეთ

სენსაციური ფინიში ჰქონდა მონრეალის მასტერსს ქალთა შორის, რომელიც ვიქტორია მბოკოს ტრიუმფით დასრულდა.

გაგიკვირდათ და იკითხავთ ეს პატარა ქალბატონი ვინ არისო? ალბათ მართალიც იქნებით, რადგან 18 წლის კანადელი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირის დაწყებამდე რეიტინგის 85-ე ნომერი გახლდათ, მონრეალის მასტერსზე ველური ბარათით დაუშვეს, მან კი არც აცია არც აცხელა და ჩემპიონობას გამოჰკრა ხელი.

ვიქტორიამ მონრეალის მასტერსი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და კარიერაში პირველ ტიტულს და თან როგორს დაეუფლა. ფინალში მან ერთ დროს რეიტინგის სათავეში მყოფ ჩოგბურთელს იაპონელ ნაომი ოსაკას აჯობა – 2:6, 6:4, 6:1.

საგულისხმოა, რომ მბოკომ არაჩვეულებრივი მონიკა სელეშის რეკორდი გაიმეორა. 1995 წელს მონრეალის მასტერსის ორგანიზატორებმა სელეში ტურნრიზე ველური ბარათით დაუშვეს, მან კი ჩემპიონობა იზეიმა. მას შემდეგ მონრეალში მსგავსი რამ აღარ მომხდარა, ვიდრე ეს ვიქტორია მბოკომ არ გაიმეორა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი